Monday, April 30, 2018

საქართველო

საქართველო
Қырҭтәыла

საქართველო
საქართველოს
დროშაგერბი
დევიზი: ძალა ერთობაშია
ჰიმნი: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
„თავისუფლება“

მენიუ
0:00
საქართველოს მდებარეობა მსოფლიოში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
Tbilisi City Seal.svg თბილისი
41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ.
ოფიციალური ენაქართული
აფხაზური 1 [1]
ეთნიკური ჯგუფები(2014)ქართველები – 86,8 %
აზერბაიჯანელები – 6,2 %
სომხები – 4,5 %
სხვა – 2,8 %
ეთნოქორონიმიქართველი
მთავრობანახევრად საპრეზიდენტო სისტემა
 - პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
 - პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
 - პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე[2]
საკანონმდებლო ორგანოსაქართველოს პარლამენტი
დამოუკიდებლობა
 - რუსეთის იმპერიისგან26 მაისი 1918 
 - საბჭოთა ანექსია25 თებერვალი 1921 
 - დამოუკიდებლობა სსრკ-სგან9 აპრილი 1991 (განაცხადა)
25 დეკემბერი 1991 (დასრულდა) 
 - კოსტიტუციისმიღება24 აგვისტო 1995 
ფართობი
 - სულ69 700 კმ2 (121-ე)
მოსახლეობა
 - 2016 შეფასება3 720 400 კაცი[3](131-ე)
 - 2014 აღწერაDecrease2.svg 3 713 804 კაცი 2
 - სიმჭიდროვე65,1 კაცი/კმ² 2
57,5 3 კაცი/კმ2 (113-ე)
მშპ (მუპ)2015 შეფასება
 - სულ$35.6 მილიარდი[4](117-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$9500
მშპ (ნომინალი)2015 შეფასება
 - სულ$14.372 მილიარდი[5]
 - ერთ სულ მოსახლეზე$3,863[5]
ჯინი (2014)40.9[6]
საშუალო
აგი (2015)0.754[7]
მაღალი · 76-ე
ვალუტაSign of Georgian Lari.svg ლარი 4 (GEL)
სასაათო სარტყელიUTC+04:00[8]
მოძრაობამარჯვენა
სატელეფონო კოდი+995
ISO 3166 კოდიGEO
ინტერნეტ-დომენი.ge
ა.1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
ბ.2მოსახლეობის რიცხვში და სიმჭიდროვეში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
3დაახლოებითი მონაცემები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
4აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.
საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაშიკავკასიაშიშავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროსევროპის საბჭოსსუამისმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირშიინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.







No comments:

Post a Comment